Thursday, April 21, 2016

პროექტის გეგმა

1.    
  პროექტის სახელწოდება:
„ გაიცანით დათვები“
2.      პროექტის  აქტუალობა:
      უფროს მეგობრებთან მომუშავე დაწყებითი სკოლის მოსწავლეები საფუძვლიანად შეისწავლიან დათვისებრთა ოჯახის რვა სახეობას. ისინი სხვადასხვა შედარებით აქტივობას განახორციელებენ, მათსა და დათვებს შორის არსებული სხვაობის გამოვლენისა და გაზომვის ჩათვლით. ასევე, მოსწავლეები ერთმანეთს შეადარებენ დათვისებრთა ოჯახის ორი სახეობის ბინადრობის გარემოს, ზომებსა და საჭიროებებს. საბოლოოდ, მოსწავლეები შეძლებისდაგვარად სიღრმისეულ ცოდნას შეიძენენ დათვის ერთ-ერთი სახეობის შესახებ, მიღებულ  ცოდნასა და გამოცდილებას კი სახელმძღვანელოს შესაქმნელად გამოიყენებენ, რომელიც ადგილობრივი ზოოპარკის დამთვალიერებელი ბავშვებისათვის იქნება განკუთვნილი.

3.      პროექტის მიზანი:
მოსწავლეები შეძლებენ:
  • დათვის ფიზიკური მახასიათებლების აღწერას
  • სხვადასხვა სახეობის დათვებისა და ადამიანების ზომების შედარებას
  • დათვის ერთი სახეობის სასიცოცხლო საჭიროებების (ბინადრობის გარემო, კვება და ა.შ.) ადამიანების საჭიროებებთან შედარებას
  • მონაცემთა შეგროვების, დახარისხებისა და გამოსახვის მეშვეობით, დათვებისა და ადამიანების ზომების ჩვენებისათვის ელექტრონული ცხრილებისა თუ გრაფიკული პროგრამების გამოყენებას  
  • მოპოვებული ინფორმაციის სინთეზირებას  ბროშურაში

4.      მონაწილეთა ასაკი:
II კლასი
5.      პროექტის ხანგრძლივობა:
3-4 კვირა, 40 წუთიანი სასწავლო სესიები, კვირაში 3 სასწავლო სესია
6.      მოსალოდნელი პროდუქტი:
         ·            შექმნიან საქაღალდეს  სხვადასხვა ფურცლისა და დარიგებული მასალის შესანახად;
         ·            შექმნიან „მოსწავლეთ ლექსიკონი“ - ს  ახლად ნასწავლი სიტყვებისთვის;
         ·            ბროშურა.
7.      პროექტის მიმდინარეობა:
მოდულის დასაწყისში წაიკითხეთხავენ  მაიკლ როზენის წიგნი სახელწოდებით „დათვებზე სანადიროდ მივდივართ“. მეორე კვირა: გამოკვლევის დრო.  კვირების განმავლობაში იკვლევენ დათვებთან დაკავშირებულ საკითხებს. მოსწავლეები ერთვებიან  ჯგუფურ გამოკვლევაში სახელწოდებით „დათვების შედარება“ და შეადარებენ დათვის ორ სახეობას შემდეგ შინაარსობრივ კითხვებზე პასუხის გასაცემად:
  • რითი იკვებებიან დათვები?
  • რა არის დათვის დამახასიათებელი თვისებები?
მესამე კვირა: მოცემული აქტივობის მეშვეობით, შეიმუშავებენ  წრფივი გაზომვის მეთოდებს. მოჭრიან  სავარჯიშოსთვის „დათვები და მე“ შერჩეული დათვის სიგრძის თოკს და მოსწავლეებს დაევალებათ, სკოლაში იპოვონ თოკის სიგრძის, უფრო მოკლე ან უფრო გრძელი საგნები. აქტივობის შედეგების ჩანიშვნისას მოსწავლეები  მიუთითებენ  გაზომილი საგნის  დასახელება და ისიც, საგნის სიგრძე მეტია, ნაკლებია თუ ტოლია დათვის სიმაღლისა.  მეოთხე კვირა: ამ აქტივობაში მოსწავლეები დაუბრუნდებიან და პასუხს გასცემენ მომდევნო თემატურ და შინაარსობრივ შეკითხვებს:
  • რით განვსხვავდებით დათვებისგან?
  • რა სჭირდებათ ცხოველებს სიცოცხლისთვის?
  • რითი იკვებებიან დათვები?
  • რა არის დათვის დამახასიათებელი თვისებები?
   დასკვნითი აქტივობები: მოსწავლეები ოთხი ადამიანისგან შემდგარ ჯგუფებში განაწილება. ჯგუფები ისე დაყოფა, რომ მონაწილეებს განსხვავებული დათვები ჰყავდეთ არჩეული. თითოეულმა მოსწავლემ ჯგუფის წევრებს უნდა აჩვენოს თავისი ბროშურის სურათი და მათთან გასაზიარებლად ორი ფაქტი შეარჩიოს დათვის შესახებ. 


8.      საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
კავშირები
·         საბავშვო ბაღი: მონაცემთა ანალიზი: მონაცემების შეგროვება და დათვლა; ამოცანების ამოსახსნელად საგნების დახარისხება მათი მახასიათებლების მიხედვით
·         პირველი კლასი: გაზომვა და მონაცემთა ანალიზი: გაზომვებისა და მონაცემების შემცველი ამოცანების ამოხსნის მეშვეობით რიცხვის შეგრძნების გაძლიერება
·         მეორე კლასი: გეომეტრია და გაზომვა: მონაცემების, სივრცისა და სივრცეში მოძრაობის შესახებ ამოცანების ამოხსნის დროს სიგრძეების გამოანგარიშება, გაზომვა და გამოთვლა

9.      პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ბეჭდვითი მასალები
მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა დათვის სხვადასხვა სახეობის შესახებ, როგორიცაა:
აღჭურვილობა
  • დათვების სურათები
ინტერნეტრესურსები
ვებგვერდები და სხვა
ტექნოლოგია - კომპიუტერული აპარატურა

10.  პროექტის ხელმძღვანელი:
ლია საათაშვილი
11.  ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა:
saatashvili.l@gmail.com